მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში ROOMS-ის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

6192570f710f4
ელენე გოგბერაშვილი
16.11.21 09:45
1566

„აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში ყოფილი სანატორიუმის შენობაში "რუმსის" ბრენდის სასტუმროს 2023 წელს გახსნის.
თავდაპირველი კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო მაღალი კლასის ბუტიკური სტილის იქნება და მასში მინიმუმ 60 ნომერი უნდა განთავსდეს.

როგორც "კოლექტივ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციისა და „აჭარა ჯგუფის“ თანამონაწილეობით ხორციელდება.

„2023 წელს ვხსნით "აბასთუმანი - რუმსის" სასტუმროს. ვმუშაობთ ამერიკის მთავრობის განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან. ამ პროექტის დაფინანსება პირდაპირი უცხოური ინვესტიციით და ჩვენი კომპანიის თანამონაწილეობით ხორციელდება“, - აცხადებს ოთარ ბერიშვილი.

აბასთუმანში რუმსის ჯამური ინვესტიცია 13-მილიონი დოლარია, საიდანაც 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას აჭარა ჯგუფი ახორციელებს, ხოლო 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) მიერ.

კომპანიის მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე "ბათუმი რუმსიც". როგორც ბერიშვილი აცხადებს, ბათუმში "რუმსის" გახსნა 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.

"კომპანიას დღემდე უკვე ინვესტირებული აქვს 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია. დამატებით დაგეგმილია 12 მილიონი დოლარის ინვესტირება".

კომპანიას აქვს კიდევ ერთი ახალი პროექტი. როგორც ოთარ ბერიშვილი ამბობს, საუბარია ყოფილი თბოელექტროცენტრალის რეკონსტრუქციაზე, სადაც საფესტივალო სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში "აჭარა ჯგუფი" 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. 

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ისევ და ისევ რჩება უდაბნოს პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის მოცულობითი პროექტია, ფაქტობრივად, შეუზღუდავია იქ განვითარების შესაძლებლობა. ვამუშავებთ სასტუმროს პროექტს და სხვადასხვა ცირკულარული ეკონომიკის პროექტს“, - აცხადებს ოთარ ბერიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები