მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარა ტექსტილი” ახალ საწარმოს რუსთავში გახსნის

5f8ac8c7845dc
ლიკა გურაბანიძე
17.10.20 15:52
2476

“აჭარა ტექსტილი” რუსთავში ახალ საწარმოს ნოემბერში გახსნის. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა. 

როგორც ლომინაძემ აღნიშნა, სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. 

მიმდინარე წლის 14 ივლისს, რუსთავში 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია. საწარმოში 3000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

„ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმო იქნება. კომპანია ამჟამად სამკერვალო საწარმოებს ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები