მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები ერთჯერადად 5000 ლარს მიიღებენ

სულხან თამაზაშვილი

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა. სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.

ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები