მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში 2021-2022 წელს ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება 91 ფერმერს დაუფინანსდა

62ad9aab47c13
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.22 14:00
1265
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021-2022 წლებში კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება 91 ფერმერს დაუფინანსდა. შედეგად ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.

ერთ-ერთი ლურჯი მოცვის ბაღი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში 16 ჰექტარზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში გაშენდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. მეურნეობა კი 30 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები