მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აჭარაში მოქმედ ბიზნესს 4-თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა"

5e6fca3391424
BM.GE
16.03.20 22:47
855
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მნიშვნელოვანი ინიციატივების შესახებ ისაუბრა და რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ბიზნესს და კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე, აღნიშნული პერიოდისთვის არ დაეკისრებათ პირგასამტეხლო და მზად ვართ ნებისმიერი ინვესტორის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, განვიხილოთ ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხი. ჩვენ ამით გვინდა კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ბიზნესს და ამ გამოწვევას ყველამ ერთად ღირსეულად ვუპასუხოთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ბრენდის ოპერატორებს, რომლებმაც საერთაშორისო სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად შეთავაზება გააკეთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები