მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსი დაიწყო

უნივერსიტეტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 500 000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ  კატეგორიას.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით.

პროგრამის დეტალები

ცნობისთვის, პროგრამას სამინისტრო ახორციელებს 2012 წლიდან. სულ სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2012-2023 წლებში დაფინანსდა 9990 სტუდენტი და გაიხარჯა 10 171 493.24 ლარი. 2023 წელს კი, 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსდა 521 სტუდენტი - გაიხარჯა 560 456 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები