მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა: მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების სამედიცინო კვლევა მიმდინარეობს

მაღალმთიანი აჭარა
21.07.24 13:27
625

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

"სამედიცინო გამოკვლევებში ჩართულია ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი. ადგილზე დანიშნულების შესაბამისად გაიცემა მედიკამენტები", - იტყობინება აჭარის მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები