აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სულხან ღლონტმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია bm.ge-ის აჭარის ა/რ-ს მთავრობაში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ღლონტმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.