მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონა და გადამუშავებულია  4 600  ტონა ციტრუსი - თორნიკე რიჟვაძე

მანდარინი
20.12.23 21:00
293

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა.

საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 55 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, ხოლო მიღებული და გადამუშავებულია 4600

ტონა არასტანდარტული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კგ მანდარინზე 30 თეთრს შეადგენს.

,,აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი. მოქმედებს მიმღებ- დამხარისხებელი პუნქტები, ასევე, გადამამუშავებელი საწარმო. უკვე ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობა. დაახლოებით, 27 ათასი ტონა და ყველა ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე არცერთი კილოგრამი დაკრეფილი მანდარინი. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო და პრაქტიკულად გავაორმაგეთ სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. შესაბამისად, თითოეულ ფერმერს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ გაზრდილი სუბსიდიის ფარგლებში“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები