მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ტურისტული სეზონი გაიხსნა;

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. დილით გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის კურორტი მზადაა. ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან ერთად სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. ტრადიციულ ფესტივალს ბათუმი წელსაც 15-16 ივნისს უმასპინძლებს. როგორც ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა სერვისის კუთხით, რომელიც ეხება როგორც ბათუმს ისე მთლიანად რეგიონს. მისი თქმით, ქალაქს რამდენიმე ატრაქცია და განთავსების ობიექტი დაემატა, მათ შორის ibis Styles-ი, რომელიც 121 ნომრიან სასტუმროს მიცავს. განახლდა ბათუმის გმირთა ხეივანი, სადაც განთავსდა ინსტალაციები, სკამები, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.- "ეს ყველაფერი კი ქმნის მოლოდინებს, რომ ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2025 წელს არც მეტი არც ნაკლები 6 მლნ ტურისტის მიღებისთვის ვემზადებითო." როგორც ჩიქოვანი ამბობს, მიმდინარე წლის აპრილში 10%-იანი ზრდა იყო 2023 წელთან შედარებით და მოლოდინია, რომ წლევანდელ სეზონს აჭარა წარმატებით უმასპინძლებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ამბობს რომ ზრდა არა 10%, არამედ 20%-ია. აჭარის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ აჭარაში 4’ 691’633 ვიზიტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.4 %-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სერვისის დონეს, ზოიძე ამბობს რომ ამ ნაწილში კვლევები სისტემატიურად ტარდება და მიღებული მონაცემების მიხედვით, გაუმჯობესება 10%-იანია. უცხოელი ვიზიტორების ზრდაზე ისაუბრა აჭარის მთავრობის მეთაურმაც, რომელმაც მუნიციპალიტეტებს და უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა რათა ბათუმი და აჭარა საზღვაო სეზონს ღირსეულად დახვდეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ბულვარში განახლდა მთელი რიგი პარკები, ასევე, ველობილიკი, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მაღალმთიან აჭარაში დინამიკურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. შესაბამისად, დამსვენებლებს წელს ექნებათ შესაძლებლობა ახალ ტურისტულ ადგილებს ეწვიონ.

  • სტუმარი: ზურა ბაუჟაძე - გიდი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები