მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარბებს თუ არა საპენსიო სააგენტოს ამონაგები რეკორდულად გაზრდილ ინფლაციას

6156e8c2ae050
შოთა ტყეშელაშვილი
01.10.21 15:00
816
BMG-მ საპენსიო სააგენტოს დირექტორ გიორგი დანელიას, მაღალი ინფლაციის ფონზე, საპენსიო სააგენტოს საპროცენტო ამონაგების შესახებ დაუსვა კითხვა. მისი თქმით, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესაძლოა საპენსიო სააგენტოს ამონაგები ინფლაციაზე ნაკლები იყოს, თუმცა საპენსიო სააგენტოს მუშაობის 2-წლიან პერიოდში სააგენტოს ამონაგები ინფლაციაზე მაღალი იყო.

ამჟამად საქართველოში რეკორდულად მაღალი - 12.8%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ინფლაციაა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია ინფლაციას ვაჯობოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. საწყისი დღიდან დღემდე ჩვენი ამონაგები არის, დაახლოებით, 27%, როცა ჯამური ინფლაცია იყო სადღაც 22%-ის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ 5%-იანი რეალური ამონაგები გვაქვს ანუ 5%-ით მეტი გვაქვს ინფლაციაზე.

ბუნებრივია, ინფლაცია მერყევი ცვლადია, შეიძლება რაღაც პერიოდში გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ პერიოდის ბოლოს როცა ბენეფიციარები მიიღებენ დანაზოგს, ამ პერიოდში საინვესტიციო საქმიანობის შედეგად უფრო მეტი უნდა იყოს გენერირებული, ვიდრე მთლიანი ინფლაცია იქნება“, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დანელია.

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.2 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი, 1.75 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის დაირცხული პროცენტი 200 მილიონ ლარს აღემატება. საპენსიო აქტივების სარგებელი დაახლოებით 11%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები