მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს

64350215abd96
BM.GE
11.04.23 14:37
438
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს 2023 წლის პროგრამები წარუდგინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ ლარს აჭარბებს.

2023 წელს როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, ხორციელდება მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამული სიახლეები. აჭარაში სრულად ფინანსდება ონკოქირურგია და გულის ქირურგია; გაიზარდა გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა;

გაიზარდა უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამოქმედდა თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის პაციენტთა მკურნალობა;

სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება 12 473 910 ლარი და წლის ბოლომდე მომსახურება გაეწევა 3 325 ბენეფიციარს. ამოქმედდა შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 2023 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახები ნაცვლად 30 000 ლარისა, ფინანსდებიან 40 000 ლარით. დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

2023 წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები