მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას თებერვლიდან დაიწყებს

63c035eacd5f7
BM.GE
12.01.23 20:57
694
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განაცხადებით, სოფლის მხარდაჭერა კვლავაც პრიორიტეტად რჩება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას თებერვლიდან დაიწყებს.

,,სოფლის მეურნეობის 2 მნიშვნელოვანი პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ეს საგულისხმოა, როგორც მდგრადი სასოფლო მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გასულ წელს მოხდა 800-ზე მეტი მცირე საოჯახო მეურნეობის დაფინანსება და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი სახსრებია გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არაერთი ფერმერი ისარგებლებს აღნიშნული პროექტებით“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში 2 მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

2022 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. 2022 წელს ასევე განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.

აღნიშნული პროექტები 2023 წელსაც განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პროექტებზე განაცხადების მიღება თებერვლიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები