აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატი, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
მედიის ცნობით, აჭარაში დაკავებულია ათამდე პირი.
bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ პროცესი მიმდინარეა და ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
მასალა, ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.