მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, სავარაუდოდ, დღეს დაასახელებენ

კობახიძე

ხელისუფლება აჭარის მთავრობის თავმდჯომარეობის კანდიდატურის დასახელებას დღეს აპირებს. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კონსულტაციები უკვე ბოლო ფაზაშია, რომელიც წარმოებს პრეზიდენტთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად და სავარაუდოდ, დღეს უკვე დასახელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი”, - განაცხად აკობახიძემ.

ხოლო კითხვაზე, თუ ვისი წარდგენა იგეგმება, კობახიძემ თქვა: “დღეს გაიგებთ, ალბათ”.

აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადეს. კერძოდ, სულხან თამაზაშვილი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იკავებდა აჭარის მთავრობის თავმდჯომარის თანამდებობას, შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინეს. შესაბამისად, ვაკანტური გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი. ამ პოსტზე კანდიდატურა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები