მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გრიგოლ ბესელია გიორგი ბუხრაშვილმა ჩაანაცვლა

გიორგი ბუხრაშვილი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გრიგოლ ბესელია გიორგი ბუხრაშვილმა ჩაანაცვლა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გიორგი ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იქამდე კი, ნაძალადევის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

გიორგი ბუხრაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, შსს-ს ერთ-ერთი სპიკერი იყო.

"ცვლილება როტაციის პროცესს უკავშირდება" - აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია აღარ არის

4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის უფროსი აღარ იქნება. შსს-ში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია სად დაინიშნება გრიგოლ ბესელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები