მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის რეგიონის მარკეტინგული აქტივობები - 2022

BM.GE
08.02.22 20:42
421
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს გამარტვებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართა. შესყიდვის მიზანი აჭარის რეგიონის მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.6 მლნ ლარია. 

როგორც შემსყიდველის მიერ ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, გამოყოფილი თანხით რეგიონის პოპულარიზაციისთვის, სამიზნე ქვეყნებში სატელევიზიო, ონლაინ, გარე და მედია რეკლამების შესყიდვა მოხდება, რაშიც 3 572 000 ლარი დაიხარჯება. 

სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება კი 400 000 ლარი ჯდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მარკეტინგული აქტივობების განხორცილებას 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის დეკემებრამდე გეგმავს. 

სტუმარი: ქეთი დოჭვირი - ტურისტული კომპანია, "Wonderland", დამფუძნებელი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები