აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე გახდა. ანანიძის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა და ის დღეს ფარული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად აირჩიეს.
ცოტნე ანანიძე აქამდე უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გაბაიძე თანამდებობას 30 მარტს დატოვა. დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის თავმჯდომარე იყო. ის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.




























