,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან ,,შუახევი ჰესის’’ არეალში მდებარე სკოლების მოსწავლეებს, რათა გაზარდონ მათი ინფორმირებულობა გარემოსდაცვით საკითხებზე.
გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას” მენეჯმენტის წევრები სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას ესტუმრებიან. სკოლის მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და მათი ჩართულობით განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს.