მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარისწყალი ჯორჯიას" მიერ დაფინანსებული პროექტი განათლების ხელშეწყობისთვის

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ - რომელიც 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს, უკვე 10 წელია არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს როგორც რეგიონის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ასევე მცირე ბიზნესების დაფინანსებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების განათლების მხარდაჭერის თვალსაზრისით. სწორედ ამ უკანასკნელ მიმართულებაზე მინდა გავამახვილო დღეს თქვენი ყურადღება. აჭარისწყალი ჯორჯიამ წლების განმავლობაში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1500-მდე მოსწავლეს ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მისცა. 30-მდე ახალგაზრდას კი სრული, 4-წლიანი საბაკალავრო განათლება დაუფინანსა. ხოლო ამჟამად, აჭარის წყალი ჯორჯიას დაფინანსებით დიდაჭარის საჯარო სკოლაში აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა ხორციელდება, რომელმაც როგორც მიმდინარე, ისე გასული წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არაერთი აბიტურიენტის მომზადება უზრუნველყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები