„არა ოცნებას! არა ყაველაშვილს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების ნაწილი ადგილზე საკუთარი დიპლომებით მივიდა. აქცია-პერფორმანსის მთავარი გზავნილია - „აჩვენე, შენი დიპლომი ყაველაშვილს“.
როგორც ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილს, რომელსაც „ოცნება“ დღეს პრეზიდენტად ირჩევს, უმაღლესი განათლება არ აქვს.
„არ ვეგუებით იმ დროებით ტრაგედიას, რომელიც ბოლო დროს ხდება საქართველოში. იმედია, დროებითია ის, რაც ახლა ხდება პარლამენტის შენობაში - პრეზიდენტად გვისვამენ ბუტაფორიას. არალეგიტიმური პარლამენტარები და ხმოსნები გვისვამენ პრეზიდენტად ადამიანს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ემსახურება ისტორიული მტრის ინტერესებს“, - ამბობს აქციაზე მყოფი მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე.
ფოტო: პუბლიკა