2.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი ციხიდან გათავისუფლდა.
ის "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს და პოლიციაზე თავდასხმას ედავებოდნენ. გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
დღეს, 23 ნოემბერს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება ასევე დატოვეს სინდისის პატიმრებმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 232 პირი შეიწყალა.























