მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ყაველაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეებიც შეიწყალა | სია

ათონელის სასახლე

მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, მათ შორის არიან პროევროპული და ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებიც.

კერძოდ, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა ყაველაშვილმა შეიწყალა:

  • საბა ჯიქია - 18 წლის სტუდენტი 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წიხლის ჩარტყმის ბრალდებით.
  • დავით ხომერიკი - 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ისინი გზას ხელოვნურად კეტავდნენ და მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
  • თორნიკე მჭედლიშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული.
  • ფრიდონ ბუბუტეიშვილი - 2024 წლის 1 მაისს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს.
  • დანიელ მუმლაძე - რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის იყო დაკავებული.
  • გურამ ხუტაშვილი - რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებისთვის იყო დაკავებული.
  • ავთანდილ თოფჩიშვილი - 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დააკავეს.
  • სიმონ მახარაძე - 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. "საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება", - წერია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები