მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აცრის გაკეთება შაბათ-კვირასაც იქნება შესაძლებელი - თამარ გაბუნია

60dc568c956cf
ინგა მურუსიძე
30.06.21 15:50
427
"აცრის გაკეთება შაბათ-კვირასაც იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკები მზად არიან, ვაქცინაციისთვის გაზარდონ როგორც ბრიგადების რაოდენობა, ისე სამუშაო საათების განრიგი.

„შევთანხმდით ვაქცინაციის მხრივ კლინიკების მაქსიმალურ დატვირთულობაზე. აცრები ჩატარდება კვირაში 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე 9-საათიანი სამუშაო რეჟიმით, მაქსიმუმ 12-საათიანით, ორ ცვლაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს აცრის ჩასატარებლად მისვლა როგორც სამუშაო, ისე - არასამუშაო დღეებში.

იგეგმება ასევე დამატებითი სივრცეების მოწყობა. ვმუშაობთ მოლებთან, რომ შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები სწორედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეს შეეძლება, კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური აქტიურობის იმედი გამოთქვა.

ამჟამად ვაქცინაციას 280 ბრიგადა ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები