ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის.
ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება.
აღნიშნული კვლევის შედეგები გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" წარადგინეს.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა გაიმარჯვებს, 20%-მა კი არ იცის ვინ იქნება გამარჯვებული. 12% აცხადებს, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, ხოლო 5% აღნიშნავს, რომ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.
გარდა ამისა, მოსახლეობის 88%-ს სურს, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.
ACT-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 17%-ისთვის მოსალოდნელი იყო ომი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 31%-ისთვის - უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 49% საერთოდ არ ელოდა რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ომის დაწყებას.
საქართველოს მოქალაქეების 72% შიშობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება. ამასთან, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ რუსეთი შესაძლოა მაინც შემოიჭრას, მიუხედავად ომის შედეგებისა.
მოსახლეობის 91% მიიჩმნევს, რომ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა რუსეთის მხრიდან არის სამხედრო დანაშაული.
რაც შეეხება რუსეთის მიმართა დამოკიდებულებას, მოსახლეობის უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ "რუსეთი მტერია". მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება.
ACT კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა. აღნიშნული კვლევა 4-6 მარტის ჩათვლით სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 809 ადამიანი. შერჩევის ცდომილებამ 2,4% შეადგინა.
წყარო: formulanews