მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

წარმატებით ჩაიარა წლის გამორჩეულმა ღონისძიებამ AD BLACK SEA, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მარკეტერის და ამ მიმართულებით დაკავებული საქმიანის სავალდებულოდ დასასწრები ღონისძიება გახდა. წელსაც, სრული ანშლაგი და დასწრება, უამრავი სტუმარი, სპიკერი, მთხრობელი, სიახლე და კონკურსი გამარჯვებულებით, რომელთა გამოვლენა დაჯილდოება ედ ბლექ სის ფორუმის კულმინაციური ნაწილია. წელს AD BLACK SEA-ს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, 1500-მდე დელეგატი იყო. გვიან საღამოს დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მთავარ სცენაზე, საერთაშორისო ჟიურის მიერ, 14 სხვადასხვა კატეგორიაში ყველზე შემოქმედებითი კამპანიები, სააგენტოები და ბრენდები გამოვლინდნენ. AD Black Sea 2026-ის გრან-პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ. ვულოცავ ორთავეს ამ აღიარებას. ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA კი ჭეშმარიტად არის სივრცე, რომელიც ახალ იდეებს, შემოქმედებით თავისუფლებასა და საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს და საქართველოში ამ ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები