"მე პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე როგორც სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ხელახლა წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არ არის ავტომატური", - განაცხადა კინზინგერმა საკუთარ Twitter-ზე.
ინფორმაციისთვის: ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.