მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ის განკარგულება შეაჩერა, რომელიც ე.წ. სამშობიარო ტურიზმს კრძალავს

ბავშვი

მერილენდის შტატის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაბადების უფლებით მოქალაქეობის შეზღუდვისა და ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვის შესახებ განკარგულების ამოქმედება დროებით აუკრძალა.

არსებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება საოლქო მოსამართლე დებორა ბორდმენმა გამოიტანა. CBS News-ის ცნობით, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის პოზიცია გაიზიარა და კონსტიტუციის 14-ე შესწორების დარღვევის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. ცნობისთვის, ეს საკონსტიტუციო ნორმა აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებულ ნებისმიერ პირს მოქალაქეობის მიღების გარანტიას აძლევს.

აღწანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სასამართლოში განხილვის პროცესი კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ ამ უფლების გაუქმება არაერთხელ სცადა. მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის პირველი მსგავსი ინიციატივა დაბლოკა. სასამართლო მარცხის შემდეგ, აგვისტოში, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ უფრო მკაცრი განკარგულება გამოსცა. ახალი დოკუმენტი მიზნად „მტრულად განწყობილი უცხოელების“, უცხო ქვეყნების მთავრობათა თანამშრომლებისა და ე.წ. „სამშობიარო ტურიზმში“ ეჭვმიტანილი პირების შვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭების აკრძალვას ისახავდა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 14-ე შესწორება ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები