Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მათ მიერ გასულ წელს ფილმებიდან და სატელევიზიო შოუებიდან გამომუშავებულ თანხას ემყარება.
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად 57 წლის ადამ სენდლერი დასახელდა, რომელმაც გასულ წელს 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მართალია სენდლერმა Netflix-ის „იდუმალი მკვლელობა 2“-ისთვის ოსკარი ვერ მიიღო, თუმცა რომანტიკულმა კომედიამ მის ფინანსურ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და Netflix-ზე მეხუთე ყველაზე ყურებადი ფილმი იყო. სენდლერი რეიტინგის სათავეში 2002 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მეორე და მესამე პოზიციებზე მარგო რობი და ტომ კრუზი არიან. 33 წლის მარგო რობისთვის განსაკუთრებული წარმატება „ბარბის“ - გასულ წელს ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმს უკავშირდება. ამასთან, ის ათწლეულის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა.
2022 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ტაილერ პერი იყო, მანამდე სამი წლის განმავლობაში დუეინ ჯონსონი ლიდერობდა, თუმცა უახლეს სიაში არც ერთი ვარსკვლავი შედის. უფრო დეტალურად, 2023 წლის მონაცემებით, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი და მათ მიერ მიღებული თანხები ასე გამოიყურება:
- ადამ სენდლერი - 73 მილიონი დოლარი;
- მარგო რობი - 59 მილიონი დოლარი;
- ტომ კრუზი - 45 მილიონი დოლარი;
- რაიან გოსლინგი - 43 მილიონი დოლარი;
- მეტ დეიმონი - 43 მილიონი დოლარი;
- ჯენიფერ ენისტონი - 42 მილიონი დოლარი;
- ლეონარდო დიკაპრიო - 41 მილიონი დოლარი;
- ჯეისონ სტეტჰემი - 41 მილიონი დოლარი;
- ბენ აფლეკი - 38 მილიონი დოლარი;
- დენზელ ვაშინგტონი - 24 მილიონი დოლარი.