"3-4 დღეში, 330 000 ლარია უკვე გადმორიცხული ფონდში", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნიკა გილაურმა განაცხადა.
"ფონდი შეიქმნა 3-4 დღის წინ და 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა... 330 000 ლარია უკვე გადმორიცხული. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ სამოქალაქო პოზიციისთვის, ამ ნდობისთვის.
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, ყველა თანხას აღვრიცხავთ და ყოველ კვირის ბოლოს გავაკეთებთ ანგარიშს ფონდის ვებგვერდზე და აღვწერთ ყველა იმ ქეისს, რომელზეც ამ თანხას გამოვიყენებთ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
ნიკა გილაურმა აქციაზე ნაცემი და დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე სამსახურში გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანების დასახმარებლად ფონდი დააფუძნა.