საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ალექსი ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად ადვოკატს საქმის მასალებთან წვდომა არ აქვს. ამის შესახებ ლალი აფციურმა ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ალექსი ახვლედიანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სტრესულ მდგომარეობაშია.
„ბატონ ალექსის ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. ხანმოკლე ვიზიტი მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანთან საუბარი ახლა რთულია. ადამიანს ისეთის სტრესული მდგომარეობა აქვს ვერ დაველაპარაკე, კითხვაც ვერ დავუსვი. უბრალოდ მოვიკითხე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვკითხე ხომ არაფერი ესაჭიროებოდა ამ ეტაპზე. ვიდრე ბრალს არ წარუდგენენ საქმის მასალებთან წვდომა არ მაქვს“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.
ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ის იარაღის დაუდევრად შენახვისთვის სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.




























