ჰონგ კონგში კორონავირუსის ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გადაცემის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირებულია ძაღლი კორონავირუსის შედარებით იოლი ფორმით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც ჰონგ კონგის ვეტერინარული სამსახური აცხადებს, ძაღლის ინფიცირება იმ გარემოდან გამომდინარე მოხდა, სადაც ძაღლს ყოფნა უხდებოდა.
„ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა COVID 19-ის გადადება ადამინიდან შინაურ ცხოველზე მოხდა“, - განაცხადა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ძაღლი კარანტინში მანამ დარჩება, სანამ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი არ იქნება მიღებული.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის ცნობილი და ამიტომ აუცილებელია, ინფიცირებულები შინაურ ცხოველებთან კონტაქტსაც მოერიდონ. ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 3,200 შინაურ ცხოველზე მეტია კორონავირუსით ინფიცირებული, თუმცა, ცხოველზე კორონავირუსის გადაცემის პირველი შემთხვევა სწორედ დღეს დაფიქსირდა.