მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

64400cb21bef1
BM.GE
19.04.23 19:51
538
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების სტანდარტების გაუმჯობესებას, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მიმართულებით. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და 2016/680 დირექტივის დებულებათა იმპლემენტირებას და ამ გზით მონაცემთა დაცვისა და დამუშავების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები