მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე, წელს ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა"

პრემიერი
18.12.23 19:45
885

2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ ათწლეულში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში

რადიკალური გარდაქმნა და მთელი სისტემის რეალური ტრანსფორმაცია მოხდა.

"ახლა რაც შეეხება, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ რთხელ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რამდენად აუტანელი იყო ის მდგომარეობა რრომელიც არსებობდა ციხეებში. სისტემური იყო ეს დანაშაული, სისტემური იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და ა.შ. ადამიანის მკვლელობა ხდებოდა პირდაპირ ციხეებში ათეულობით ადამიანი კვდებოდა, კლავდნენ პირდაპირ უნდა ითქვას ციხეებში ყოველწლიურად. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, მე ვგულისხმობ ევროპის სასამართლოს, არც ერთი საქმე არ მიუღია, მაშინ როცა, მოგეხსენებათ კარგად რომ ასობით და ათასობით საქმე შედიოდა საქართველოდან და აქედან ძალიან ბევრი გაგზავნილი იყო სწორედ პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს იყო საშინელი, ასე ვთქვათ პრაქტიკა თუ სისტემური დანაშუალი რომელიც დამკვიდრებული იყო ციხეებში.

მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა და ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, მსჯავრდებულთა დასაქმებაში, ხელსაქმეში დაფუძნდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, მათ შორის ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი, კარგი ჰუმანური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ და მინისტრების მიერ.

განახლებაში მთლიანად, მთელი ინფრასტრუქტურის განახლებაში 180 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. თითქმის ყველა ციხის თუ პენიტენციური დაწესებულების განახლება მოხერხდა ბოლო 10 წელიწადში, დაინერგა ძალიან, ვფიქრობ ინოვაციური მოწყობილობა პრობოქსი, ქვეყნის მასშტაბით 20 ახალ ლოკაციაზე განთავსდა პრობაციონერებისთვის, ვფიქრობ ეს საინტერესო ინოვაციაა რომლითაც დაინტერესდა ძალიან ბევრი, მათ შორის ჩვენი ევროპელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრები და მათი სურვილი არის ამ გამოცდილების გაზიარება.

წელს მიღებული იქნა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელთა მიზნები არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო მეტად გამყარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოება და ამდენად ერთ ათწლეულში შეიძლება ითქვას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შეიძლება ითქვას რომ რადიკალური გადატეხა მოხდა და რადიკალური გარდაქმნა მოხდა, რეალური ტრანსფორმაცია მოხდა მთელი სისტემის როგორც იტყვიან. რომელიც მოგეხსენებათ რომ ადრე სახე პენიტენციური სამსახურის იყო, წარმოადგენდა სიმბოლოს ადამიანის წამების და არაადამიანური მოპყრობის შემზარავი მეთოდებით ამის თაობაზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საზოგადოებამ ნახა თუ როგორი მეთოდებით ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, ამაზე უღირსი საქმე, საქციელი არ შეიძლება, რა შეიძლება იყოს როცა პატიმარს ექცევი, აწამებ და საშინლად ეპყრობოდნენ ჩვენს პატიმრებს, და ჩვენს ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს.

ასევე მინდა ვთქვა რომ, შევახსენოთ საზოგადოებას რომ 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3000 -ზე მეტი საქმე წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე შემცირდა და რა თქმა უნდა ესეც არის მთავარი ინდიკატორი იმისა თუ როგორ სწორად იმართება დღეს პენიტენციური სამსახური და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რატო ბრეგაძეს და მის გუნდს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები