მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქონიებს თუ არა იმპიჩმენტის საკითხი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას? - პრემიერის პასუხი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე - იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს  თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:  „ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და  კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან  შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.

ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები