მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადამიანმა, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში $4,8 მილიონი მოიგო

5e960e69636e0
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 00:00
6057
ადამიანმა, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, ლატარიაში 4,8 მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო. შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა, მოგებული 20 წლის მამაკაცია, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

BBC-ის ცნობით, ლატარიის მიხედვით, ის ყოველთვიურად 20 წლის განმავლობაში 20 000 ავსტრალიურ დოლარს მიიღებს.

„ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, პატარა ბავშვი გვყავს, ასე რომ ეს მოგება მთელი ცხოვრება დასვენების საშუალებას გვაძლევს. ახლახან დავკარგე სამსახური კორონავირუსის გამო“, – აღნიშნა გამარჯვებულმა.

მისივე თქმით, მას სჭირდება დრო მოიფიქროს თუ რაში დახარჯავს ფულს. თუმცა, მისმა მეუღლემ უკვე შეადგინა გეგმები – შოპინგიდან დაწყებული არდადეგებით და ახალი სახლის ყიდვით დასრულებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები