მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ადამიანური ემპათიაა" - გერმანიის ელჩი მოშიმშილე პოლიტიკოსების მონახულებაზე

ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პარლამენტთან მოშიმშილე ქართველ პოლიტიკოსებთან მისვლაზე X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანური ემპათიაა.

საქმე ისაა, რომ დღეს გერმანიის ელჩმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა, რასაც "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება."

ელჩი აღნიშნავს, რომ მენტალიტეტი - „თუ ჩვენს მხარეს არ ხარ, მტერი ხარ“ დემოკრატიას ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანებას ილუზიად აქცევს.

„ადამიანური ემპათიაა მოშიმშილე პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს - პარლამენტში „ქართული ოცნების” ყოფილ წევრს. იქმნება ატმოსფერო, სადაც „თუ ჩვენს მხარეს არ ხარ, მტერი ხარ“. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს,” - წერს პეტერ ფიშერი.

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მას დღეს შეუერთდა გედევან ფოფხაძე. შიმშილობა ასევე დაიწყო 3-მა აქტივისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები