მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ადამიანური კაპიტალის მართვა (HR) და ციფრული ტრანსფორმაცია“ - საქართველოს უნივერსიტეტი ახალ,  ერთწლიან  სამაგისტრო პროგრამას იწყებს

„ადამიანური კაპიტალის მართვა (HR) და ციფრული ტრანსფორმაცია“
20.02.25 13:55
429

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის ერთწლიან, აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას იწყებს. ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ადამიანური რესურსების მართვა არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ უახლესი ციფრული და ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით, შეიძინონ HR სფეროში ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), ბიზნესის ხედვის (Business Acumen) და მონაცემების გამოყენების (Data Literacy) უნარები.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ არის, საჭიროა მხოლოდ პროფესიულ სფეროში 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებული HR პროფესიონალების კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალის მომზადებაზე.

ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობაზე პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ ჯანჯარია გვესაუბრა.

„პროგრამის მთავარი უპირატესობაა ის, რომ კლასიკური HR-ის გარდა ამ პროგრამაზე სწავლის პროცესში იღებ გარკვეულ ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარებს. კონკრეტულად კი, ეს არის HR-ის ციფრული ტრანსფორმაციის უნარები. საგნები, რომელიც შეტანილია პროგრამაში, არის ინოვაციური და არათუ საქართველოს ბაზარზე, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ანალოგიურ პროგრამებში არსად არ არის. ჩვენი პროგრამა არ არის მხოლოდ კლასიკური ადამიანური კაპიტალის მართვა. ეს პროგრამა მაგისტრანტს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნეს ხედვა, ციფრული წიგნიერება, ფინანსური დოკუმენტების კითხვა და საკუთრივ ადამიანური კაპიტალის მართვა. თანამედროვე HR პროფესიონალმა უნდა იცოდეს მონაცემებთან მუშაობა, მონაცემების წაკითხვა, დამუშავება. დღეს აღარ არსებობს ადამიანური რესურსების მართვა ციფრული პროდუქტების ცოდნის გარეშე. ციფრული ტრანსფორმაცია

მთლიანად ცვლის HR-ს. ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები, ავტომატიზაცია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩვენი პროგრამა ამ ყველაფერს მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული აკადემიური პერსონალია. სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება 10 საგანი, რომლებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ HR პრაქტიკოსები, ასევე ტექნოლოგიების ექსპერტები გაუძღვებიან“.

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ჩასაბარებლად, აღნიშნულ დიპლომთან ერთად, საკმარისი იქნება მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატია.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები