მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB დაფინანსებით თელავის წყალმომარგებისთვის სისტემების მშენებლობაზე 24 მლნ ლარი დაიხარჯება

611f4c2a8b5d2
BM.GE
20.08.21 13:07
599
თელავის 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტზე პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი დაიხარჯება - ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყება, რაზეც ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ და ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანია ‘’China Geo-Engineering Corporation” – ის ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ მოაწერეს.

„თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი“, - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.