რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტულ კომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის - კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები ეწყობა. კომპლექსი მოიცავს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ და საჭირო სივრცეებსა და სათავსოებს - გასახდელებს, ინვენტარის შესანახ და დასასვენებელ ოთახებს, სველ წერტილებს.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ეწყობა 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და საკონფერენციო დარბაზი. ამასთან, სპორტულ კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს.
რუსთავის სპორტული კომპლექსის პროექტი შემუშავებულია საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით.