მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის დაფინანსებით საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება

ლეგენდს სპა

საქართველოს კურორტების მდგრადი და რაციონალური განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირების მიზნით, კურორტების განვითარების სააგენტომ მუშაობა დაიწყო საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების 2025-2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი. სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ADB-ის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 150 000 ამერიკული დოლარია და მასზე მუშაობა 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, საქართველოში იმყოფებოდა პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი კენიჩი ჰაშიმოტო, რომელსაც კურორტების განვითარების, სივრცითი მოწყობისა და პროექტირების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მათი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელმა ადგილზე შეისწავლა ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები და შეხვდა იმ სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წარმომადგენლებს, რომელთა ფუნქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტების შესაძლებლობების განვითარებაში. ამასთან, მოეწყო შეხვედრა საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტების წარმომადგენლებთან და შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან და ექსპერტებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები