მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო
05.05.25 11:57
356

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ. პრესრელიზს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც ქვეყანაში საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.

„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტრო ასევე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის რეიჩელ ტომპსონის კომენტარსაც ავრცელებს. "კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან", - ამბობს რეიჩელ ტომპსონი უწყების გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით.

მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

„დიდი პატივია, საქართველოს დელეგაციის მასპინძლობა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიურ შეხვედრაზე. კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი პარტნიორობა უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და მოიცავს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ახლა ხდება ამ თანამშრომლობის დივერსიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით, რათა დაკმაყოფილდეს ქვეყნის ახალი საჭიროებები“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ტომპსონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები