მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის მწვანე დღის წესრიგი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეები თბილისში არიან. წლიური შეხვედრა გუშინ გაიხსნა და შემდეგი სამი დღის განმავლობაში განვითარების იმ გამოწვევებზე კონცენტრირდება, რომელთა წინაშეც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დგას, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია.

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ” თავს უყრის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკების მმართველებს, მთავრობების მაღალი რანგის წევრებს, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ADB-ის წევრი 68 ქვეყნიდან.

“წლიური შეხვედრა წარმოაჩენს ADB-სა და საქართველოს შორის მზარდ თანამშრომლობას და ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ. თბილისის ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ ფიზიკური, ფინანსური და ეკონომიკური კავშირები აზიასა და ევროპას შორის” – ეს იყო ADB-ის მმართველი გენერალური დირექტორის ვუჩონგ უმმის მთავარი აქცენტი წლიური შეხვედრის გახსნისას.

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წელს გახდა. ADB-ის საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, მულტილატერალური განვითარების პარტნიორად აქცევს.

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად