რაც შეეხება ბიუჯეტის განახლებას, მინისტრის ინფორმაციით, განახლებული პარამეტრებით ბიუჯეტის წარდგენა დახმარებების პაკეტის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება.
„ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით სწრაფად მოხდება, მას შემდეგ, რაც დახმარებების პაკეტი გვექნება ჩამოყალიბებული. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც გადაწყობილი იქნება დახმარებაზე და მომავალში ბიზნესის სტიმულიზაციაზე.
დღეს საკმაოდ რთულია კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგანაც დამოკიდებულები ვართ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისის გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ გლობალურად და რამდენად სწრაფად ამოიქოქება მსოფლიო ეკონომიკა.
მე ვიტოყიდი, რომ 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის, ჯობია ვემზადოთ უარესისკენ და მერე გაგვიხარდეს, რომ უკეთესს მივაღწევთ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ თურნავამ.