მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას წელს იტალია მასპინძლობს

ADB

რამდენიმე საათში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნება. წელს მასპინძელი ქვეყანა იტალიაა.

შეხვედრები, ცერემონიები და სიტყვით გამოსვლები მილანში, მილანის საკონვენციო ცენტრში - Allianz MICO-ში შედგება. ცენტრი 1994 წელს აშენდა და 80 ათას კვადრატულ მეტრ სივრცეს მოიცავს.

ADB-ის წლიური შეხვედრა პრეზიდენტ მასატო კანდას მიმართვით გაიხსნება. კანდამ ADB-ის პრეზიდენტის პოსტი 24 თებერვალს ჩაიბარა.

საქართველოდან ყოველწლიურ შეხვედრას "ოცნების" ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მისი მოადგილე - ეკატერინე გუნცაძე დაესწრებიან.

BMG ადგილზე მიყვება მოვლენებს და ყველა მნიშვნელოვან განახლებას შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები