თბილისმა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს აზიის არაერთი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებლები, ბიზნესლიდერები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობა სახელმწიფოს 6 მილიონი ლარი დაუჯდა. აქედან უშუალოდ ღონისძიების დახვედრა მასპინძლობის ხარჯები 5 მილიონი ლარი იყო, რისთვისაც თანხები ფინანსთა სამინისტროს გამოეყო, ხოლო ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დამატებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული მიმართულებით თანხა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო.




























