მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეები თბილისში თავს იყრიან

adb
01.05.24 12:39
357

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეები თავს იყრიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში. წლიური შეხვედრა ხვალ იხსნება და იმ განვითარების გამოწვევებს მიმოიხილავს, რომლის წინაშეც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დგას, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია.

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ” თავს უყრის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკების მმართველებს, მთავრობების მაღალი რანგის წევრებს, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ADB-ის წევრი 68 ქვეყნიდან.

“წლიური შეხვედრა წარმოაჩენს ADB-სა და საქართველოს შორის მზარდ თანამშრომლობას და ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ,” განაცხადა ADB-ის მმართველმა გენერალურმა დირექტორმა ვუჩონგ უმმა. “თბილისის ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ ფიზიკური, ფინანსური და ეკონომიკური კავშირები აზიასა და ევროპას შორის.”

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წელს გახდა. ADB-ის საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მულტილატერალური განვითარების პარტნიორად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები