მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა

63c79daf05551
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.23 11:23
578
2024 წლის მაისში საქართველო აზიის განვითარების ბანკის (ABD) ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს. ჯერჯერობით უცნობია რა თანხა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ღონისძიების მასპინძლობა. 

"2024 წლის 2 – 5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ქ. თბილისში გასამართი 57-ე ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე;

ლევან დავითაშვილი – ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიული მმართველი, კომისიის წევრი;

თეა წულუკიანი – ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კომისიის წევრი;

ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;

ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი;

რატი ბრეგაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;

ოთარ შამუგია – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;

მიხეილ ჩხენკელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი;

ზურაბ აზარაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;

რევაზ ჯაველიძე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;

ანზორ ჩუბინიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ეკატერინე გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი,"- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები