მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ესაუბრა ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის გენდირექტორს?

ADB
20.03.25 16:17
195

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებს.

ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება 2024-2028 წლების დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები