ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკი (ADB ) 415 მლნ დოლარის ოდენობის ეკვივალენტს ევროში სესხს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია.
ADB-ის გარდა, პროექტი EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 558 .6 მლნ დოლარს შეადგენს; აქედან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 60 მლნ დოლარს ეკვივალენტს ევროში, ხოლო დანარჩენი, 90 მილიონი დოლარი დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქვეშეთსა და კობს შორის დაახლოებით 23 კილომეტრიანი შემოვლითი გზისა, მათ შორის ჯამურად დაახლოებით 10,5 კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობა.
პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2026 წლის 30 ივნისია.
საქართველოს მთავრობასა და დონორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რატიფიცირების მიზნით გუშინ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს და მიიღეს.